Კლინიკა “ბირთი” აკრედიტირებულია, როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. Აღნიშნული აძლევს შესაძლებლობას ისრაელის მოქალაქეებს ჩაიტარონ გამოკვლევები და სამედიცინო პროცედურები ჩვენს კლინიკაში და ანგარიშ-ფაქტურა წარადგინონ ისრაელში ანაზრაურების მიზნით.
Კლინიკა “ბირთი” 2022 წლიდან ჩართულია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაფინანსებულ “უშვილობის დიაგნოსტიკის და მკურნალობის” პროგრამაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი ორსულობის კუთხით, სწორედ კლინიკა “ბირთშია”.
2021 წელს გამოკითხვის შედეგად კლინიკა “ბირთი” დასახელდა #1 გლობალურ ბრენდად საქართველოში, რაც მის რეპუტაციულ იმიჯსა და წარმატებაზე მიანიშნებს.
Სამედიცინო დაწესებულებას გააჩნია თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და აღჭურვილია ინოვაციური დანადგარებით. Ის ოპერირებს საერთაშორისო მასშტაბით დამკვიდრებული სტანდარტების და პროტოკოლების მიხედვით.
Კლინიკას პარტბიორები ჰყავს თითქმის ყველა კონტინენტზე, მათ შორის ამერიკაში, კანადაში, ევროპის ქვეყნებში, ახლო აღმოსავლეთში, ავსტრალიასა და აზიაში.
თითოეული თანამშრომელი ზრუნავს პაციენტების კომფორტსა და მათ ჯანმრთელობაზე, შესაბამისად კლინიკა სთავაზობს პაციენტებს მომსახურების სრულ პაკეტს. Აღნიშნულის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჰორიზონტალურ მენიუში – სერვისები, ხოლო ჩვენ კლინიკასთან დაკავშირებულ სიახლეებს გაეცანით პუნქტში – სიახლეები.
Კლინიკა “ბირთი” გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით. Ის დახმარებას უწევს საჭიროების მქონე პაციენტებს “ქართულ-ებრაული” ფონდის მხარდაჭერით. Ორგანიზაცია გამოირჩევა მაღალი კორპორატიული ეთიკით და თანამშრომლების სოციალური ბენეფიტების უზრუნველყოფით.
Კლინიკა ბირთი სამომავლოდ გეგმავს გააფართოვოს საქმიანობის სფერო და დანერგოს სიახლეები რეპროდუქტოლოგიის მიმართულებით.