ჩვენი მომსახურება
გინეკოლოგიური კონსულტაციები
ჩვენ გთავაზობთ გინეკოლოგიურ კონსულტაციებს, რომლებიც არ უკავშირდება რეპროდუქციულ ფუნქციას, მაგალითად, მენსტრუალური დისფუნქცია, ანთებითი დაავადებები, საშვილოსნოს მიომა, ენდომეტრიოზი და მრავალი სხვა.
ხელოვნური განაყოფიერება
უშვილობის მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდია, რეკომენდირებულია პაციენტებისათვის, ვისთვისაც უშვილობის მკურნალობის სხვა მეთოდები ან არ უხდება, ან ვერ აღწევენ დადებით შედეგს. პროცედურა ითვალისწინებს საკვერცხეების ჰორმონალურ სტიმულაციას, დრანსვაგინალურ პუნკციას ( საკვერცხედან ოოციტების ამოღება), ოოციტების განაყოფიერებას და ემბრიონების კულტივაციას, ემბრიონის გადატანას საშვილოსნოში. ასევე ვაკეთებთ ხელოვნურ განაყოფიერებას ბუნებრივ ციკლში ( ჰორმონალური სტიმულაციის გარესე ).
კონსულტაციები და კვლევები უნაყოფობის საკითხზე
ჩვენ გთავაზობთ კონსულტაციებისა და გამოკვლევების სრულ სპექტრს, მათ შორის ლაბორატორიული დიაგნოზის შედეგების შეფასებას, უნაყოფობის დაძლევის გზების შემუშავებას. კონსულტაციებს ატარებენ ექსპერტები ისრაელიდან და კლინიკის ლოკალური დირექტორი.
კვერცხუჯრედების გაყინვა
თანამედროვე ცხოვრებაში ქალები ხშირად უთმობენ დიდ ყურადღებას კარიერას, თვითგანვითარებას, მოგზაურობას, და შვილის გაჩენას გეგმავენ უფრო გვიან ასაკში. ჩვენ გთავაზობთ პროგრამას " გადავადებული დედობა", რომლის დროსაც ქალს ახალგაზრდა ასაკში ( 35 წლამდე ) შეუძლია გაყინოს საკუთარი კვერცხუჯრედები და გამოიყენოს ისინი უფრო გვიან ასაკში.40-45-50 წლის ასაკშიც კი თქვენ გექნებათ შესაძლებლობა დაორსულდეთ და გააჩინოთ ჯანმრთელი ბავშვი, რადგან თქვენი კვერცხუჯრედები იქნება იმ ასაკის, როდესაც ისინი გაიყინა.
პრეიმპლანტაციური გენეტიკური დიაგნოსტიკა (PGD)
პრეიმპლანტაციური გენეტიკური დიაგნოსტიკა (PGD) სულ უფრო პოპულარული პროცედურა ხდება , რომელიც ხელს უწყობს არა მხოლოდ გენეტიკური დარღვევების მქონე ბავშვების გაჩენის პრევენციას, არამედ მნიშვნელოვნად ზრდის ხელოვნური განაყოფიერების ეფექტურობას, ამცირებს ადრეულ ვადაზე ორსულობის შეწყვეტის რისკებს და ნაადრევ მშობიარობას.
უნაყოფობის მკურნალობა ხელოვნური განაყოფიერების (IVF) გარეშე
ხელოვნური განაყოფიერება არის ბოლო მეთოდი, რომელიც გამოიყენება უნაყოფობის დასაძლევად. უშვილობის მიზეზებიდან გამომდინარე ჩვენ ვცდილობთ გამოვიყენოთ სხვა შესაძლო მეთოდები ორსულობის მისაღებად.
ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა
ჩვენი თანამედროვე აღჭურვილობა საშუალებას გვაძლევს მაღალ დონეზე ვუზრუნველყოთ ულტრაბგერითი დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრი .
ტესე/ტეფნა
TESE (სათესლეებიდან სპერმის მოპოვება ან ტესტიკულარული ბიოფსია) უნიკალური პროცედურაა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს აზოოსპერმიით დაავადებულ მამაკაცს გახდეს მამა. ეს მეთოდი წარმოადგენს სათესლე ქსოვილების ბიოფსიას სპერმატოზოიდების შემდგომი ძებნისთვის. TEFNA ( თხელი ნემსით ტესტიკულარული ასპირაცია) არის ქირურგიული ტექნიკა ტრანსდერმული სპერმის ექსტრაქციისთვის, რომლის დროსაც შპრიცზე დამაგრებული ძალიან თხელი ნემსი შეჰყავთ სათესლეში.. ამოიღება სათესლეს სხვადასხვა მონაკვეთები, რაც გაზრდის სპერმატოზოიდების პოვნის შანს, ამავდროულად სათესლეებზე მიყენებული სტრუქტურული დაზიანება მინიმალურია.
საშვილოსნოსშიდა ( ხელოვნური ) ინსემინაცია
ეს მეთოდი გამოიყენება იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ფალოპის მილების გამტარიანობა. სპერმა გადის წინასწარ დამუშავებას და გაწმენდას, რათა მივიღოთ საუკეთესო შედეგები. პროცედურა ტარდება როგორც ოვულაციის სტიმულირებით, ასევე მის გარეშე.
კვერცხუჯრედის და სპერმის დონაცია
ჩვენს დონორთა ბანკში არის ქალები 18 დან 33 წლის ასაკამდე, რომელთაც ჰყავთ შვილები, აქვთ კარგი გენეტიკური ისტორია და მათი ოოციტების დახმარებით ჩატარებულა არა ერთი წარმატებული ხელოვნური განაყოფიერების პროცედურა. ასე რომ შანსი მივაღწიოთ დიდი ხნის ნანატრ ორსულობას დონორის ოოციტების დახმარებით არის ძალიან მაღალი. ქალს შეუძლია ნანატრი ორსულობის მიღება დონორის სპერმის დახმარებით, თუნდაც იმ მომენტში, როდესაც მას არ ჰყავს მეუღლე ან პარტნიორი.
ემბრიონის გაყინვა
თქვენ ასევე შეგიძლიათ დაგეგმოთ მომავალი ბავშვები,თუ აირჩევთ ემბრიონის გაყინვის მეთოდს. ემბრიონის საშვილოსნოში გადატანის შემდეგ, თუ არსებობს კარგი და შესანიშნავი ხარისხის ემბრიონები, თქვენ შეგიძლიათ და უნდა გაყინოთ კიდეც, რათა მომავალში გამოიყენოთ. პროცედურა ხორციელდება ულტრასწრაფი გაყინვის თანამედროვე მეთოდის მიხედვით - ვიტრიფიკაციის.
სუროგაცია
გვესმის, რომ სუროგაციას შეიძლება თან ახლდეს მრავალი ემოციური აღმაფრენა და ვარდნა. ჩვენ აქ ვართ, რათა დაგეხმაროთ ამ მნიშვნელოვან მოგზაურობაში. ჩვენი სუროგაციის პროგრამა მოიცავს მრავალმხრივ მხარდაჭერას და დახმარებას თქვენი ფსიქოლოგიური და ფიზიკური კომფორტისთვის. ჩვენ გთავაზობთ სრულ კონფიდენციალურობას და ღირსეულ ანაზღაურებას.
ჰორმონალური და სეროლოგიური ანალიზები
ჩვენს ლაბორატორიაში თქვენ მიიღებთ ყველაზე სწრაფ და საიმედო შედეგებს.
გახდი დონორი
თქვენ შეგიძლიათ გახდეთ კვერცხუჯრედის ან სპერმის დონორი, რათა გახდეთ საოცრების შექმნის მონაწილე. თქვენ შეძლებთ დაეხმაროთ იმ წყვილებს, რომელსაც არ აქვთ შესაძლებლობა გახდნენ მშობლები საკუთარი უჯრედებით. ამ ეტაპზე თქვენგან საჭიროა შეავსოთ ფორმა, რის შემდეგაც თქვენ გაივლით სრულ სამედოცონო გამოკვლევას კლინიკის ხარჯზე და რა თქმა უნდა მიიღებთ ანაზღაურებას.
ჩვენ გვჯერა, რომ სიკეთე და ერთმანეთის დახმარება რთულ დროს – ხვალინდელი გამარჯვების საწინდარია! წინასწარ ვუხდით მადლობას ყველას, ვინც გადაწყვიტავს მიიღოს მონაწილეობა ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში.
ბმულით გადადით შესაბამისს გვერდზე და შეავსეთ შესაბამისი ფორმა.