2023 წლის 18 აპრილს პირველი ახალშობილი დაიბადა, რომლის მშობლებმაც სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვეს პროგრამის “უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა” ფარგლებში. 

პატარას მშობლებმა არჩევანი კლინიკა BIRTH-ზე გააკეთეს და გაიარეს მკურნალობა კვალიფიციურ ექიმებთან. 6 წლის ლოდინის შემდეგ, პირველივე მცდელობაზე დადგა ნანატრი ორსულობა. 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით ყველაზე ეფექტური BIRTH-ში ჩატარებული მკურნალობა იყო. 

კლინიკის გუნდი ულოცავს მშობლებს ჯანმრთელი შვილის დაბადებას!