კლინიკა BIRTH-ის მოწვეულმა ემბრიოლოგმა ელენა მილნერმა ძალიან საინტერესო შეხვედრა გამართა სტუდენტებთან, რომელზეც ისაუბრა თემაზე: „ხელოვნური განაყოფიერების წარსული და მომავალი“. 🇬🇪🇮🇱

✨საჯარო ლექცია ინტერაქტიული სახის იყო და სტუდენტები აქტიურად ჩაერთვნენ ისეთ აქტუალურ საკითხებზე საუბრისას, როგორიცაა: გადადებული მშობლობა, კვერცხუჯრედის და ემბრიონის გაყინვის ტენდენციები, რა გველოდება მომავალში ახალი ტექნოლოგიების გათვალისწინებით.

👉დოქტორი ელენა მილნერი ინოვაციური სამედიცინო კლინიკა BIRTH-ის მოწვეული ემბრიოლოგია ისრაელიდან, ის ხელოვნური განაყოფიერების მიმართულებით ათეულობით წლებია მუშაობს, არის ისრაელის IVF ლაბორატორიის დირექტორი, აკრედიტებულია ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი კლინიკური ემბრიოლოგის თანამდებობაზე; ასევე აკრედიტებულია უფროს კლინიკურ ემბრიოლოგად ESHRE-ს – ევროპული ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის საზოგადოების მიერ.

👉საჯარო შეხვედრა ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გაიმართა!

👉სამომავლოდ სხვა ექსპერტების მოწვევა და სემინარების გამართვა იგეგმება.

#ისრაელისხარისხით