Loading...

სუროგაცია

სუროგაცია ალბათ ყველაზე რთული, მაგრამ ზოგჯერ ერთადერთი გზაა უშვილობის დასაძლევად.

ნებისმიერი ქალისთვის მიზნის მისაღწევად ამ მეთოდის არჩევა ძალიან რთული გამოცდაა. ხშირად, როგორც ბიოლოგიურ მშობლებს, ასევე სუროგატ დედას მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში და ორსულობის დროს ესაჭიროება ფსიქოლოგიური დახმარება. ეს ბუნებრივია, და ჩვენი პაციენტები მუდმივად ღებულობენ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, როგორც ჩვენი რეპროდუქტოლოგებისგან, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალისტებისგან.

რა არის სუროგაცია?

დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების განვითარების წყალობით, შესაძლებელი გახდა უნაყოფობის გადალახვა იმ შემთხვევებში, რომლებიც ადრე განუკურნებლად ითვლებოდა.

სუროგაციის პროგრამების განხორციელება რეპროდუქტოლოგიის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა.

სუროგაცია იძლევა გენეტიკურად საკუთარი შვილის ყოლის შესაძლებლობას ქალებისთვის, რომელთაც არ აქვთ საშვილოსნო – თანდაყოლილი (რაქიტანსკი-კუსტერის სინდრომი) ან ამოღებული აქვს ქირურგიული გზით.

ადრე, თანამედროვე დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების აღმოჩენამდე, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ქალს არასოდეს არ ეყოლებოდა შვილი. თუმცა, ხელოვნურმა განაყოფიერებამ (IVF) ყველაფერი შეცვალა.

Суррогатное материнство

სუროგაცია ეხმარება იმ ქალებსაც, ვისაც აქვთ ორსულობის შენარცუნების პრობლემები, ან გააჩნიათ ისეთი დაავადებები, რომლის დროსაც აკრძალულია ორსულობა და მშობიარობა, ან რომლებსაც ჰქონდათ ხელოვნური განაყოფიერების მრავალი, აუხსნელი მიზეზებით უშედეგო მცდელობა.

სუროგაცია არის ხელოვნური განაყოფიერების (IVF) ერთ – ერთი პროგრამა, რომლის დროსაც სინჯარაში გაზრდილი ემბრიონები გადააქვთ არა გენეტიკური დედის საშვილოსნოში, არამედ სპეციალურად მომზადებული სუროგატი დედის საშვილოსნოში, რომელიც მათ მუცლად ატარებს დაბადებამდე. შესაბამისად, სუროგატი დედა არის ის ქალი, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას თქვენს შვილზე, საშვილოსნოსშიდა განვითარების პერიოდის მანძილზე.

სუროგატი დედები შეიძლება იყვნენ 35 წლამდე ჯანმრთელი ქალები, რომლებსაც ჰყავთ საკუთარი ჯანმრთელი შვილი. ქალი ღებულობს გადაწყვეტილებას გახდეს სუროგატი დედა  ჰუმანური (ნათესავური) ან ფინანსური თვალსაზრისით. ჩვენი ცენტრი თანამშრომლობს სუროგატი დედობის პროფესიონალურ სააგენტოებთან და დაგეხმარებათ სწორი სუროგატი დედის არჩევაში.

ბევრს ეშინია სუროგაციის პროგრამის, და ფიქრობენ, რომ სუროგატი დედა გამოთქვამს პრედენზიას თქვენი შვილის მისაკუთრებაზე. ასეთი შიშები ძირითადად გამოწვეულია „ყვითელ პრესაში“ გამოქვეყნებული ისტორიებით, მაგრამ ჩვენს სამუშაო პრაქტიკაში ასეთი შემთხვევები არასდროს გვქონია. ყველა სუროგატი დედა ამ რთულ საქმეზე მიდის საკუთარი შვილების გამო, რადგან ხშირად ასეთი დედა ზის სახლში უმუშევარი და საკუთარი შვილების გამოკვებაც კი უჭირს. მათ თავიდანვე ესმით რაზე მიდიან, რომ ის არ არის მათი შვილი, რომ ისინი მხოლოდ ”ინკუბატორები” არიან ამ ნაყოფისთვის, რომ ეს არის მისი სამუშაო და მისი შესრულების შემდეგ მიიღებენ ანაზღაურებას. სპეციალური სამსახურები აკონტროლებენ მის მიერ ყველა აუცილებელი მოთხოვნის შესრულებაში ორსულობის სწორად წარმართვისთვის და მიყვებიან მას მშობიარობამდე. სუროგატი დედა არის ქალი, რომელიც თქვენს შვილს მუცლად ატარებს და არა აქვს არანაირი გენეტიკური კავშირი პატარასთან. დაბადებისთანავე, საქართველოს რესპუბლიკის კანონდებლობის თანახმად, სუროგატის დედასა და ბიოლოგიური მშობლების შორის დადებული შეთანხმების  და კლინიკის (სადაც ჩატარდა ხელოვნური განაყოფიერება) მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე, გაიცემა დაბადების მოწმობა, სადაც ბიოლოგიური მშობლების სახელები არის   დარეგისტრირებული, როგორც კანონიერი მშობლები, სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, როდესაც, მაგალითად, ითხოვენ დნმ ტესტის შატარებას, სუროგატი დედის წერილობითი უარი ბავშვზე და ა.შ.

მეორე ასპექტი, რომელიც აწუხებს მათ, ვინც იძულებულია მომართოს სუროგაციის პროგრამას არის მისი მაღალი ღირებულებაა. ეს პირველ რიგში იმით არის განპირობებული, რომ სუროგატ დედებს სურთ მიიღონ ღირსეული ანაზღაურება ისეთი მძიმე სამუშაოსთვის, როგორიცაა ბავშვის მუცლად ტარება, ორსულობისა და მშობიარობის დროს ჯანმრთელობის გაუარესება, ასევე დეკრეტული შვებულების დროს შემოსავლის დაკარგვის გამო, რაც ჯეროვნად ზრდის სუროგაციის პროგრამის ხარჯებს. მაგრამ სუროგატი დედა ასევე შეიძლება გახდეს ან თქვენი ახლობელი ან ახლო მეგობარი, თუ მათ ჰყავთ საკუთარი, ჯანმრთელი შვილები და აკმაყოფილებენ სუროგატი დედის  კრიტერიუმებს. ამ შემთხვევაში, თქვენ პირადათ აგვარებთ სუროგატ დედასთან ანაზღაურების საკითხს, თავად აკონტროლებთ სუროგატ დედაზე ნაკისრი მოვალეობების და ვალდებულებების შესრულებას.

услуга суррогатного материнства

ხელოვნური განაყოფიერების თავისებურებები სუროგაციის პროგრამაში ან როგორ ხორციელდება სუროგაციის პროგრამა?

სუროგაციის პროგრამების განხორციელებისას, მკურნალობის საწყისი ეტაპები არ განსხვავდება კლასიკური ხელოვნური განაყოფიერების პროგრამებისგან. მკურნალობის მოსამზადებელ ეტაპზე, შესაბამისი იურიდიული დოკუმენტაციისა და შეთანხმებების მომზადების პარალელურად, ასევე ფორმდება ხელშეკრულება სუროგატ დედასა და ბიოლოგიურ მშობლებს შორის ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად. ხელშეკრულებაში დეტალურად არის აღწერილი როგორც სუროგატი დედის, ასევე ბიოლოგიური მშობლების უფლებები და მოვალეობები.

სუროგატის და ბიოლოგიური დედების მენსტრუალური ციკლის სინქრონიზაციის შემდეგ, ხელოვნური განაყოფიერების (IVF) პროგრამა, ჩვეულებისამებრ, იწყება ბიოლოგიური დედის საკვერცხეების სტიმულაციით, ამავდროულად ტარდება სუროგატი დედის ენდომეტრიუმის მომზადება. მთელი პროცესი მკაცრად კონტროლდება რეპროდუქტოლოგის მიერ ულტრაბგერითი და ჰორმონალური მონიტორინგის გამოყენებით. ფოლიკულის სათანადო ზომების მიღწევისას, ხორციელდება ფოლიკულის პუნქცია და ფოლიკულარული სითხის ასპირაცია. მიღებული კვერცხუჯრედები ნაყოფიერდება ქმრის/პარტნიორის სპერმით და იზრდება ლაბორატორიაში სპეციალურ გარემოში 3-5 დღის განმავლობაში.

შესაბამის დღეს ემბრიონები გადააქვთ სუროგატი დედის საშვილოსნოს ღრუში, სადაც, წარმატებული იმპლანტაციის შემდეგ, თქვენმა პატარამ უნდა გაიაროს მთელი ემბრიონული პერიოდი. სუროგატი დედა მხოლოდ მუცლად ატარებს თქვენს შვილს და არა აქვს მასთან გენეტიკური კავშირი.

ემბრიონის გადატანიდან მე –14 დღეს განისაზღვრება სისხლში ქორიონული გონადოტროპინის დონე, რაც ორსულობის არსებობაზე ან არარსებობაზე მიუთითებს.

დიდი ხნის ნანატრი ორსულობის მიღების შემდეგ სუროგატი დედა განაგრძობს რეპროდუქტოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნას, ორსულობის მე -12 კვირამდე, იმისათვის, რომ სწორად გააგრძელოს ჰორმონალური თერაპია.

ჩვენი ცენტრის ისრაელის სპეციალისტების მრავალწლიანი გამოცდილების წყალობით, რომლებიც მუშაობენ ამ სფეროში 1996 წლიდან, დიდი წარმატებით ხორციელდება სუროგაციის პროგრამები.

ჩვენი გუნდის ყველა წევრის მზრუნველი, თბილი, პროფესიონალური დამოკიდებულების წყალობით თითოეული პაციენტის მიმართ და, რა თქმა უნდა, თქვენი მტკიცე გადაწყვეტილებით აიხდინოთ ოცნება და გახდეთ მშობლები შეგაძლებინებთ ყველა დაბრკოლების გადალახვას და ნანარტი შვილის ჩახუტებას.

малыш