Loading...

კონსულტაციები ნაყოფიერების საკითხებზე

წყვილების უმრავლესობა დიდ დროს კარგავს და დროულად არ მიმართავს სპეციალისტებს კვალიფიციური დახმარებისთვის, ცდილობენ საკუთარი ძალებით დაძლიონ ეს დელიკატური პრობლემა, უფრო უარესიც კი, მიმართავენ არატრადიციული  მედიცინის და ხალხური მეთოდების გამოყენებას, რაც საკმაოდ ხშირად მხოლოდ ამძიმებს არსებულ პრობლემებს.

ქალის უნაყოფობის პრობლემის ეფექტურად დასაძლევად, აუცილებელია მიმართოთ სპეციალიზირებულ კლინიკას, გაიაროთ კონსულტაცია სპეციალისტთან და მიიღოთ კვალიფიციური დახმარება. რეპროდუქტოლოგი ჩართულია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორებიცაა უნაყოფობის მიზეზის დადგენა, მკურნალობა, საჭიროების შემთხვევაში ხელოვნური განაყოფიერების პროცედურის ჩატარება. არ არის აუცილებელი ყველა პაციენტს დასჭირდეს ხელოვნური განაყოფიერება, ზოგჯერ საკმარისია გამოავლინო და უმკურნალო ინფექციებზე, ვირუსებზე, მენსტრუალური ციკლის დარღვევებზე, დააკორექტირო ჰორმონალური ფონი, რეპროდუქტოლოგი მოგცემთ რეკომენდაციებს ცხოვრების წესის შესახებ, დაგეხმარებათ სწორად მოემზადოთ დიდი ხნის ნანატრი ორსულობისთვის. ის ასევე დაგეხმარებათ ორსულობის დაგეგმვის საკითხებში. თუ ერთი წლის განმავლობაში არ დგება ორსულობა საჭიროა დაუკავშირდეთ ისეთ სპეციალისტს, როგორიცაა რეპროდუქტოლოგი, რათა არ დაკარგოთ ძვირფასი დრო. რადგან, რაც უფრო ახალგაზრდაა ქალი, მით უფრო მაღალია მისი დაორსულობის შანსი.

тест на беребенность

უმეტესი უშვილობის ფაქტორი არის შეძენილი. მათი თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ დროულად გამოვლინდება და გაიკურნება სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები, რეგულარულად ჩაიტარებთ ზოგადი ჯანმრთელობის მონიტორინგს.

იმის გასარკევად, თუ რა ფაქტორია უშვილობის მიზეზი,  წყვილმა უნდა გაიაროს კომპლექსური გამოკვლევა და მკურნალობა სპეციალიზირებულ ცენტრში.

რეპროდუქციულ ენდოკრინოლოგთან (ასევე ცნობილია როგორც უნაყოფობის სპეციალისტი) მიმართვის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ნაბიჯია დედობისკენ მიმავალ გზაზე.

რას უნდა ველოდოთ უნაყოფობის პირველი კონსულტაციისგან?

სასარგებლო იქნება იმის ცოდნა, თუ რას უნდა ველოდოთ  უშვილობის პირველი კონსულტაციისგან. პირველი რაც უნდა იცოდეთ არის ის, რომ პირველადი კონსულტაცია შეიძლება გაგრძელდეს ერთ საათზე მეტი.

ექიმი გაეცნობა თქვენს სამედიცინო ისტორიას და თქვენი ანამნეზის, ასაკის და იმის დათვალისწინებით, თუ რამდენად  გსურთ მკურნალობის გაგრძელება, დაგინიშნავთ დიაგნოსტიკურ კვლევებს, რათა შეფასდეს ორივე პარტნიორის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

რეგულარული ტესტირება იქნება რეკომენდებული ნაყოფიერების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტების შესაფასებლად: კვერცხუჯრედების, სპერმატოზოიდების, ისეთი სტრუქტურების, როგორიცაა ფალოპის მილები და საშვილოსნო, და ასევე ჰორმონალური დონის ერთ ან ორივე პარტნიორის. ამ ტესტების შედეგები დაეხმარება თქვენს ექიმს ჩამოაყალიბოს პროცედურის ტიპი, რომელიც უზრუნველყოფს ოპტიმალურ შანსს წარმატებული ორსულობისთვის.

ექიმის მიერ რეკომენდირებული დიაგნოსტიკური ტესტების გარდა, ჩვენ გირჩევთ რამოდენიმე ნაბიჯის გადადგმას, რათა უკეთესად მოემზადოთ ორსულობისა და მშობიარობისთვის:

  • დაანებეთ თავი მოწევას;
  • დაიცავით დაბალანსებული დიეტა;
  • რეგულარულად ივარჯიშეთ;
  • შევისწავლოთ წონაში კლების და ყოველდღიურ ცხოვრებაში სტრესის შემცირების მეთოდები (მედიტაცია, მასაჟი, აკუპუნქტურა, რეგულარული ფიზიკური დატვირთვები, ჰობი და ა.შ.).

эко обследования

რამდენიმე სასარგებლო რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ მოემზადოთ უნაყოფობის შესახებ პირველი კონსულტაციისთვის:

       – მიაწოდეთ თქვენს ექიმს სრული და ზუსტი ისტორია უშვილობის მკურნალობის წინა მცდელობების შესახებ, ეს გაზრდის წარმატების შანსებს. გთხოვთ, თან წაიღოთ ყველა უახლესი სამედიცინო ამონაწერი, რომელიც შეიძლება გქონდეთ წინა უნაყოფობის მკურნალობის შესახებ, წინა გინეკოლოგიური ოპერაციების შესახებ და ა.შ.

        – თქვენ მიიღებთ უამრავ ინფორმაციას კონსულტაციის დროს. ჩაინიშნეთ ეს ინფორმაცია, დასვით კითხვები და გახსოვდეთ, რომ ყოველთვის შეგიძლიათ (რეკომენდირებულიც კი არის) დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვირეკოთ ან მოგვმართოთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ამის გარდა, ექიმთან მისვლამდე, მოიფიქროთ და ჩამოწეროთ ყველა თქვენთვის საინტერესო კითხვები.

         – ნუ მოგერიდებათ აცნობოთ ექიმს, თუ რეკომენდირებული მკურნალობა ძალიან ინვაზიურია ან ძვირია – ან საკმარისად აქტიური არ არის თქვენი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. თქვენ და ექიმი ერთად განსაზღვრავთ მკურნალობის ტემპს.

      – მკურნალობის დაწყების ემოციური დამოკიდებულება ძალზე მნიშვნელოვანია: ჩვენ ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ როდესაც ჩვენთან მოხვედით, ალბათ თქვენ უკვე მკურნალობდით სხვა კლინიკებში თვეების ან წლების განმავლობაში. ეს დიდი ნაბიჯია დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროცესის თავიდან ან პირველად დაწყებისთვის; ამიტომ, თქვენი პირველი ვიზიტი აქ – მნიშვნელოვანი დღეა. ხშირად გრძნობთ აღელვებას და იმედოვნებთ, რომ დადგება ნანატრი ორსულობა, ამავდროულად ნერვიულობთ იმის გამო, რომ არ იცით რას უნდა ელოდოთ ან გეშინიათ, რომ მკურნალობა შეიძლება უშედეგო აღმოჩნდეს. უნაყოფობის მკურნალობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს სამუშაო გრაფიკებზე, შვებულების გეგმებზე, ფინანსებზე, ქორწინებაზე, ოჯახებზე და თვითშეფასებაზე.

       – მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არსებობდეს მატერიალური, ემოციური, ფინანსური ან სამედიცინო დაბრკოლებები, რომლებიც იწვევს თქვენი მკურნალობის გეგმის შეფერხებას ან ცვლილებებს, ჩვენი მიზანია – თითოეულ ნაბიჯზე დავაკმაყოფილოთ თქვენი ინდივიდუალური მოთხოვნები. გთხოვთ ნუ მოგერიდებათ დაგვისვათ შეკითხვები, არ აჩქარდეთ და გამოთქვით თქვენი შეშფოთება. ჩვენ ვალდებულნი ვართ ვითანამშრომლოთ თქვენთან თქვენს მკურნალობაში და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა თქვენი მკურნალობა იყოს წარმატებული.

беременность