უნაყოფობის მკურნალობა ხელოვნური განაყოფიერების (IVF) გარეშე
უნაყოფობა – არა მხოლოდ სამედიცინო დიაგნოზია, არამედ ის პრობლემაა, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ადამიანის ცხოვრების ბევრ ასპექტზე, მაგალითად: მის ჯანმრთელობაზე, როგორც ფსიქიკურზე ასევე ფიზიკურზე, ოჯახურ ურთიერთობებზე. ქორწინება ითვლება უნაყოფო, თუ სხვადასხვა მიზეზის გამო, 12 თვის განმავლობაში რეგულარული, დაუცველი სქესობრივი თანაცხოვრების მიუხედავათ არ ხდება დაორსულება.
ბოლო წლებში განსაკუთრებით ხშირია უშვილობის თემა. ეს გამოწვეულია არა მხოლოდ იმ წყვილების რაოდენობის ზრდით, რომელთაც უჭირთ ჩასახვა ბუნებრივი გზით, არამეტ მნიშვნელოვნად გაფართოვდა თანამედროვე მედიცინის შესაძლებლობები. დღეიდან, იგი გთავაზობთ სხვადასხვა მეთოდებს ამ პრობლემის გადასაჭრელად. გარდა ამისა, ის ადამიანები, რომლებსაც სურთ შვილის გაჩენა, ახლა უფრო აქტიურ პოზიციას იკავებენ და გადაიდებლად დახმარებისთვის მიმართავენ სპეციალისტების – ექიმ-რეპროდუქტოლოგებს.
უნაყოფობა შეიძლება გამოიწვიოს როგორც ერთ – ერთი მეუღლის პრობლემამ, აგრეთვე მამაკაცისა და ქალის პრობლემების ერთობლიობამ. უნაყოფობის მიზეზების დასადგენად, საჭიროა არა მხოლოდ ქალების, არამედ მამაკაცების გამოკვლევა.
პირველი კონსულტაციის დროს ექიმი არკვევს თქვენს სამედიცინო ისტორიას (ანამნეზს): იყო თუ არა ორსულობა, რით დასრულდა, გიმკურნალიათ თუ არა უშვილობაზე და რა მეთოდით, გაქვთ თუ არა მენსტრუალური ციკლის დარღვევები. კონსულტაციის დროს ტარდება გინეკოლოგიური დათვალიერება, მენჯის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი გამოკვლევა. ასევე აუცილებელი იქნება სისხლის ჩაბარება ჰორმონებზე (FSH, LH, ესტრადიოლის, PRL, DHA, T, TSH), ოვულაციის შესამოწმება. ასევე აუცილებელია ინფექციური სტატუსის შემოწმება, რადგან ბაქტერიული და ვირუსული ინფექცია ამცირებს ორსულობის ალბათობას.
ამრიგად, უნაყოფობის მიზეზის დადგენას 2-3 თვე სჭირდება.
უშვილობის მკურნალობის მეთოდებს შორის შეგვიძლია პირობითად გამოვყოთ ის მეთოდები, რამლებიც მიმართულია წყვილის ბუნებრივად ჩასახვის უნარის აღდგენაზე, აგრეთვე ის მეთოდები, რომლებიც იყენებს ხელოვნური განაყოფიერების ტექნიკას, ან ეგრეთ წოდებულ დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებს. პირველს მიეკუთვნება ის მეთოდები, რომლებიც მოიცავს საშვილოსნოს ქრონიკული ანთების მკურნალობას, ფალოპის მილების გამტარიანობის ქირურგიულ და არა–ქირურგიულ აღდგენას, ენდოკრინული დარღვევების კორექტირებას და სპერმატოგენეზის დარღვევას. მეორეს – ხელოვნური ინსემინაცია ქმრის ან დონორის სპერმით და დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები. ხელოვნური განაყოფიერება უნაყოფობის მკურნალობის ბოლო ნაბიჯია, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ეს ერთადერთი ვარიანტია.
განვიხილოთ ხელოვნური განაყოფიერების გარეშე უნაყოფობის მკურნალობის ძირითადი მიმართულებები:
საშვილოსნოს (ფალოპის) მილების ფაქტორი
მილებით გამოწვეული უნაყოფობის მკურნალობის მეთოდები შეიძლება დაიყოს 2 ჯგუფად
• ანთების საწინააღმდეგო თერაპია შესაძლო ფიზიოთერაპიული მეთოდების გამოყენებით (თუ დიაგნოსტიკის დროს დაფიქსირდა ანთებითი პროცესი). ამის გაკეთება მიზანშეწონილია, თუ ამ ეტაპზე არსებობს მწვავე ანთებითი პროცესი.• ლაპარასკოპიული ქირურგია. ოპერაციის დროს, ექიმს საშუალება აქვს პაციენტს მოაცილოს ადჰეზია, ფიბრომა და ა.შ.
• ლაპარასკოპიული ქირურგია. ოპერაციის დროს, ექიმს საშუალება აქვს პაციენტს მოაცილოს ადჰეზია, ფიბრომა და ა.შ.
პაციენტს ოპერაცია ენიშნება მხოლოდ მილების ნაწილობრივი გაუვალობის დროს, თუ არ არსებობს ნაყოფიერების და ოვულაციის პრობლემები. მილების სრული ობსტრუქციის დროს, ფიმბრიის ან ცილინარული ეპითელიუმის მნიშვნელოვანი დაზიანებისას – ქირურგიული მკურნალობა არაეფექტურია. ითვლება, რომ ოპერაციის შემდეგ, ნაყოფიერება შენარჩუნებულია 6 თვის განმავლობაში. ამის შემდეგ, მაღალია ახალი ადჰეზიების წარმოქმნის რისკი.
ენდოკრინული უნაყოფობის მკურნალობა
ენდოკრინული უნაყოფობის შემთხვევების უმეტესობა მოითხოვს ჰორმონალურ მკურნალობას. ამ ტიპის მკურნალობის შესახებ ორი დიამეტრალურად საპირისპირო, მაგრამ თანაბრად არასწორი შეხედულება არსებობს.
პირველი შეხედულებისამებრ, უფრო სწორად, მიდგომას შეიძლება ეწოდოს გაუაზრებელი, რადგან პაციენტები ღებულობენ ჰორმონალურ პრეპარატებს არა ექიმის დანიშნულებით, არამეტ საკუთარი გადაწყვეტილებით, მეგობრების რჩევის საფუძველზე, რომლებმაც სადღაც გაიგეს, რომ კონკრეტულმა პრეპარატმა ვირაცას უშველა. ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ჰორმონები არ არის ვიტამინები, თუმცა ამ უკანასკნელის უკონტროლო მიღებისას ასევე შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოთ თქვენს ორგანიზმს. ჰორმონები არის სერიოზული პრეპარატებია, რომელთა მოქმედება ხშირად დამოკიდებულია არა მხოლოდ სახეობებზე, არამედ მათი გამოყენების დოზებსა და სქემაზე. ექიმის მითითებების გარეშე მიღებულ ჰორმონებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენონ ენდოკრინულ მექანიზმებს და ზოგჯერ გამოუსწორებელი ზიანიც კი, რასაც შემდეგ ვერცერთი ექიმი ვერ უმკლავდება.
მეორე, საპირისპირო მიდგომა არის ჰორმონალური პრეპარატებით მკურნალობის შიში, რწმენა იმისა, რომ ყველა ჰორმონი მომაკვდინებელია, იწვევს ჭარბ წონას და ჭარბთმიანობას, რომ ქალი ნელ-ნელა ემსგავსება მამაკაცს. უკიდურესი პოზიციაა: „ ჰორმონების მიღებას სჯობს სიკვდილი!“ ჰორმონალური პრეპარატების მოქმედების ეს აბსოლუტურად არასწორი წარმოდგენა წარმოიშვა სრულიად მექანიკურად, არაგინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული სხვა, განსხვავებული ჰორმონალური პრეპარატების გვერდითი ეფექტების გამო.
ასეთი პოზიცია, იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც ექიმი ახერხებს პაციენტის დაყოლიებას წამლების მიღებაზე, აფერხებს მკურნალობას, რადგან კოშმარული შედეგების მოლოდინი უქმნის ფსიქოლოგიური წინააღმდეგობას სამკურნალო ეფექტს.
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ექიმის დანიშნულების შესაბამისად მიღებული ჰორმონალური პრეპარატები არა მხოლოდ არ არის მავნე და არ იწვევს კოსმეტიკურ დეფექტებს, არამედ პირიქით, ისინი ძალზე ეფექტურია და ხელს უწყობს ქალის გარეგნობის გაუმჯობესებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან ირკვევა, რომ ჰორმონალური პრეპარატების ხელსაყრელი და ეფექტური მოქმედების მთავარი პირობაა – მათი მიღება გამოცდილი, კვალიფიციური ექიმის დანიშნულების მიხედვით.
უნაყოფობის ზოგიერთი სახეობისთვის, დადებითი შედეგის – ორსულობის მისაღწევად, საკმარისია სათანადოდ შერჩეული ჰორმონალური თერაპიის დანიშვნა.
მამაკაცის უშვილობის მკურნალობა
მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობა უროლოგ-ანდროლოგების პასუხისმგებლობაა. ზოგჯერ ანთების საწინააღმდეგო მარტივი მკურნალობა საკმარისია სპერმაგრამის მაჩვენებლების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებისთვის. მამაკაცის უნაყოფობის ზოგიერთი ენდოკრინული ფორმის ჰორმონალური მკურნალობა ძალიან ეფექტურია. მცირე რაოდენობის შემთხვევებში, ქირურგიულ მკურნალობასაც შეუძლია წარმატების მოტანა. ყველაზე ხშირად, ის ენიშნება პაციენტებს, რომლებსაც ააქვთ სათესლე ჯირკვლის ვენების ვარიკოზული გაფართოება (ვარიკოცელე).
გაურკვეველი გენეზის უნაყოფობის მკურნალობა
უშვილობის ამ ფორმის მკურნალობა სერიოზული პრობლემაა. უფრო მეტიც, ის მიზეზები, რომლებიც დაორსულების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, შეიძლება ასევე მოქმედებდეს ორსულობის შენარჩუნების წინააღმდეგ. ზოგჯერ ეფექტურია ჰორმონალური მკურნალობა, რომელიც მიზნად ისახავს საკვერცხეების სტიმულაციას, იმის მიუხედავათ, რომ საკუთარი ოვულაცია შენარჩუნებულია. უფრო ხშირად აუცილებელია დამხმარე რეპროდუქციული მეთოდების გამოყენება, უფრო მეტიც, მათგან ყველაზე ეფექტური კვლავ ხელოვნური განაყოფიერებაა.
ანთების საწინააღმდეგო მკურნალობა
რამდენიმე სიტყვა უნდა ითქვას ანთების საწინააღმდეგო მკურნალობის შესახებ. როგორც წესი, უშვილობა, რომელიც გამოწვეულია საშვილოსნოს მილების ფაქტორით არის მენჯის ღრუში ქრონიკული ანთებითი პროცესის შედეგი, რომელიც გამოწვეულია ბანალური ან სპეციფიკური (გონორეა, ტუბერკულოზი) ინფექციით, ხშირად, როგორც აბორტის გართულება.
როგორც კი ადჰეზიის (შეხორცების) პროცესი უკვე არსებობს, ამის წინააღმდეგ ბრძოლის მცდელობები, სამწუხაროდ, არც თუ ისე პერსპექტიულია. თუმცა, ხშირად ქრონიკული ანთება მიმდინარეობს ფალოპის მილების შენარჩუნებული გამტარიანობის ფონზე და ზოგჯერ მინიმალური ანთების საწინააღმდეგო მკურნალობის შემდეგ დადგეს ორსულობა. სტანდარტული ნაცხის ანალიზი კარგად ასახავს ანთებითი პროცესის სიმძიმეს და უნდა გაუკეთდეს ყველა პაციენტს.
ყველაზე ხშირად, ანთების საწინააღმდეგო მკურნალობა არ არის უშვილობის მკურნალობა, მაგრამ აუცილებელია ყველა შემთხვევაში, როდესაც ქალს უნდა ჩაუტარდეს საშვილოსნოსშიდა ჩარევა, სამკურნალო ან დიაგნოსტიკური: საშვილოსნოს და მილების სურათი, ლაპაროსკოპია, ხელოვნური ინსემინაცია (IUI), ხელოვნური განაყოფიერება (IVF) და ა.შ. მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს ორივე პარტნიორს.
ზოგჯერ ქალს უბრალოდ სჭირდება სწორად შერჩეული დიეტა და მედიკამენტები, რომლებიც ეხმარება წონის დაკლებაში. ენდოკრინული სისტემის ფუნქციონირების ნორმალიზაციის შემდეგ, აღდგება ოვულაცია, რეპროდუქციული ფუნქცია და დგება დიდი ხნის ნანატრი ორსულობა.
ჩვენს კლინიკაში, ისრაელის სპეციალისტების დახმარებით, რომლებსაც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება რეპროდუქტოლოგიის სფეროში, თქვენ გაივლით საჭირო ტესტებს უშვილობის მიზეზების დასადგენად და შემუშავდება ინდივიდუალური სქემები კონკრეტული წყვილისთვის. ამის საფუძველზე ჩვენ შევარჩევთ ყველაზე ეფექტურ მეთოდს და მოკლე გზას უნაყოფობის დასაძლევად და თქვენი ოცნების ასასრულებლად.