კვერცხუჯრედის და სპერმის დონაცია
ჩვენს დონორთა ბანკში არიან 18-დან 33 წლამდე ასაკის ქალები, რომლებსაც უკვე ჰყავთ შვილები, აქვთ კარგი გენეტიკური ისტორია და მათი კვერცხუჯრედების დახმარებით წარმატებით ჩატარებული ხელოვნური განაყოფიერების პროცედურები. ამრიგად, შანსი, რომ დონორის კვერცხუჯრედების დახმარებით მიიღოთ დიდი ხნის ნანატრი ორსულობა ძალიან მაღალია. ქალს, თუ მას არ ჰყავს ქმარი ან პარტნიორი, შეუძლია დაორსულდეს დონორის სპერმის დახმარებით.
როდესაც დაქორწინებულ წყვილს უნაყოფობის პრობლემა ექმნებათ, ისინი განიცდიან დიდ სტრესს, იმედგაცრუებას. მათ ბევრი ტესტის და გამოკვლევის გავლა უწევთ, რომლებიც, ზოგჯერ, წლობით გრძელდება. ძალიან ხშირად, დაორსულების მცდელობები წარუმატებელია, ქალი კარგავს წლებს, ჯანმრთელობას, საკვერცხეების მარაგს და, რა თქმა უნდა, ფინანსებს. ხდება ისეც, რომ ხელოვნური განაყოფიერების დროს საკუთარი კვერცხუჯრედებით და ქმრის სპერმით შეუძლებელია ორსულობის მიღება, მისი შენარჩუნება და ჯანმრთელი ბავშვის გაჩენა. ერთადერთი გამოსავალი რჩება დონორის კვერცხუჯრედის და / ან დონორის სპერმის გამოყენება. ეს გადაწყვეტილება წყვილისთვის არც ისე მარტივია. ხშირად პაციენტები საჭიროებენ პროფესიონალი ფსიქოლოგის დახმარებას. და როდესაც ეს მთული გადაწყვეტილება იქნება მიღებული, პაციენტები განიცდიან შეუდარებელ ბედნიერებას, რადგან უნაყოფობასთან მრავალწლიანი ბრძოლისთვის ისინი საბოლოოდ ჯილდოვდებიან უძვირფასესი და უსაყვარლესი პაწიათი!
რა ჩვენებების დროს შეიძლება იყოს გამოყენებული დონორის კვერცხუჯრედები?
- ქალის ასაკი (43 წლის და ზემოთ).
დაბადებისთანავე, გოგონებს უკვე აქვთ გარკვეული რაოდენობის კვერცხუჯრედები, რომლებიც ბუნებით არის დაპროგრამებული, მათი რაოდენობა ცხოვრების განმავლობაში არ იზრდება, პირიქით, მცირდება. დაბადებისას კვერცხუჯრედების რაოდენობა არის 400 ათასიდან – 1,5 მილიონამდე, რაც ყოველთვიურად მცირდება, კვდება უცნობი მიზეზების გამო. სექსუალური მომწიფების დროისთვის (11-14 წელი), საკვერცხეები უკვე შეიცავს დაახლოებით 300-400 ათასს. ყოველთვიურად საკვერცხეებში ხდება რამდენიმე ფოლიკულის წარმოქმნა (15–25), მაგრამ მწიფდება მხოლოდ ერთი კვერცხუჯრედი, რომელსაც შეუძლია განაყოფიერება. დანარჩენის სიკვდილი გარდაუვალია. ამ პროცესის შეჩერება შეუძლებელია, ასევე შეუძლებელია კვერცხუჯრედების რაოდენობის გაზრდა. ამრიგად, ყველაზე მეტი ოოციტის (კვერცხუჯრედის მეცნიერული სახელი) რაოდენობა, ისევე როგორც მათი საუკეთესო ხარისხი, მოდის 20-35 წლის ასაკში. 35 წლის შემდეგ მოდის ხარისხის, რაოდენობის შემცირება. 40 წლის შემდეგ, ეს მაჩვენებლები მკვეთრად კლებულობს. ანუ, დარჩენილი ოოციტები არის ცუდი ხარისხის და ხშირად გენეტიკური დარღვევებით. ამიტომ, ასე რთულია ორსულობისა და ჯანმრთელი ბავშვის მიღება 40 წლის შემდეგ, თუნდაც ისეთი მარალი ტექნოლოგიების დახმარებით, როგორიცაა ხელოვნური განაყოფიერება.
- საკვერცხეების მარაგის ადრეული ამოწურვა ან ნაადრევი მენოპაუზა (კლიმაქსი).
ამ ფენომენის მიზეზი შეიძლება იყოს:
– მემკვიდრეობითი მიდრეკილება (ადრეული კლიმაქსი ჰქონდა დედას ან ახლო ნათესავებში).
– ქირურგიული ჩარევები საკვერცხეებზე (კისტების მოცილება და ა.შ.).
– ენდომეტრიოზი
– ონკოლოგიური დაავადებები, სხივური თერაპია და ქიმიოთერაპია.
– საკვერცხეების ამოკვეთა.
– გარე ფაქტორები (ეკოლოგია, სტრესული სიტუაციები, მედიკამენტები, რადიაცია, მავნე ჩვევები და ა.შ.).
- რეზისტენტული საკვერცხეები. ანუ, საკვერცხეები არ არის მგრძნობიარე ჰორმონალური პრეპარატებით სტიმულაციისას, წამლის მაღალი დოზების მიუხედავად მათში არ მწიფდება ფოლიკულები.
- საკვერცხეების თანდაყოლილი ანომალიები.
- დედის გენეტიკური დაავადებები, რომლებიც შეიძლება გადაეცა შვილს.
- მრავალჯერადი წარუმატებელი ხელოვნური განაყოფიერების პროცედურა საკუთარი კვერცხუჯრედით (2 ან მეტი). ანუ, მიღებული იქნა დაბალი ხარისხის ემბრიონები, არ ხერხდება იმპლანტაცია და ადრეულ ვადაზე მაყოფის ჩამოშლა
რა ჩვენებების დროს შეიძლება იყოს გამოყენებული დონორის სპერმა?
- ქმრის / პარტნიორის არყოლა.
- მეუღლის სპერმატოგენეზის სერიოზული დარღვევა (აზოოსპერმია, ოლიგოასტენოტერატოზოოსპერმია, ასპერმია).
- მემკვიდრეობითი დაავადებები მამაკაცებში.
ხელოვნური განაყოფიერება დონორის კვერცხუჯრედებით შეიძლება განხორციელდეს შემდეგი ვარიანტებით.
- ანონიმური დონორი. როდესაც ქალმა არ იცის დონორის ვინაობა, მაგრამ შეუძლია გაეცნოს მის ანკეტას, ფიზიკურ და სამედიცინო მონაცემებს. ასეთ დონორები ჰყავს კლინიკას ან გვაწვდის სპეციალიზირებული სააგენტო. ქალს შეუძლია შეარჩიოს დონორი მისი მოთხოვნების მიხედვით, ყველაზე ხშირად ცდილობენ შეარჩიონ სისხლის ჯგუფის მიხედვით, ირჩევენ საკუთარი თავის მსგავსს ფიზიკური მონაცემებით – გარეგნობით, თმის ფერით, თვალის ფერით, სახის ფორმით, თვალის ფორმით, განათლებით, ჰობით და ა.შ. ამ დონორების შესახებ კლინიკას გააჩნია სრული ინფორმაცია, ყველა მონაცემი მათი კვერცხუჯრედების ხარისხზე, მიუღიათ თუ არა მონაწილეობა კვერცხუჯრედის დონაციაში სხვა დროს, მიღებულია თუ არა ორსულობა მათი კვერცხუჯრედების დახმარებით. ასევე დონორებს უტარდებათ გამოკვლევები ვირუსულ ინფექციებზე, ხშირად გენეტიკურ დაავადებებზეც კი. გენეტიკური კვლევა შეიძლება ჩატარდეს პაციენტის სურვილისამებრ.
დონორი აკმაყოფილებს ჯანმრთელობის დაცვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ესენია ასაკობრივი მოთხოვნები (18-33 წლამდე), სრული ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, ქრონიკული დაავადებების არარსებობა, კარგი გარეგნობა და ჭარბი წონის არარსებობა, გენეტიკური და მემკვიდრეობითი ხასიათის დაავადებების არარსებობა, მისასალმებელია მინიმუმ 1 საკუთარი ბავშვის ყოლა და ბავშვს/ ბავშვებს არ უნდა ჰქონდეს გადახრების განვითარებაში. აგრეთვე დონორი მზად უნდა იყოს სამედიცინო და ფსიქოლოგიური ტიპის გამოკვლევების გასავლევად.
- არა ანონიმური დონორი. ამ შემთხვევაში, ქალი ან წყვილი კარგად იცნობს მომავალ დონორს. ყველაზე ხშირად, ისინი თავად პოულობენ კანდიდატებს ნათესავებში ან ნაცნობებში. ამ შემთხვევაში, დონორი ასევე გადის სრულ სამედიცინო შემოწმებას.
დონორის სპერმის გამოყენებისას, შერჩევის პრინციპი იდენტურია. ანუ, შეიძლება არსებობდეს ან ანონიმური ან არა ანონიმური დონორი. სპერმის დონორები ასევე გადიან სრულ სამედიცინო შემოწმებას.
ხელოვნური განაყოფიერების პროგრამა დონორის კვერცხუჯრედით შეიძლება იყოს ორი ტიპის:
- ხელოვნური განაყოფიერება გაყინული კვერცხუჯრედით, რომელიც უკვე ინახება კლინიკის კრიობანკში.
ამ ტიპის ხელოვნური განაყოფიერების დროს ქალ-რეციპიენტს უტარდება სამედიცინო გამოკვლევები, ხდება მისი ენდომეტრიუმის მომზადება, დონორის კვერცხუჯრედის გალღვობა, ქმრის ან დონორის სპერმით განაყოფიერება და ემბრიონის გადატანა საშვილოსნოში. ასევე, თუ დარჩა კარგი და შესანიშნავი ხარისხის ემბრიონები, მათ ყინავენ და ინახევენ შემდეგი ორსულობისთვის, ან ნადგურდება პაციენტების სურვილისამებრ.
- ხელოვნური განაყოფიერება დონორის ცოცხალი კვერცხუჯრედების გამოყენებით.
ამ ტიპის ხელოვნური განაყოფიერების დროს პაციენტები ირჩევენ დონორის დონორთა ბანკიდან და დონორი გადის სრულ სამედიცინო შემოწმებას. პაციენტის და დონორის ციკლები სინქრონიზირდება. მომზადებული ემბრიონის გადატანისთვის პაციენტს უტარდება ენდომეტრიუმის მომზადება ჰორმონალური პრეპარატებით. დონორისთვის, პარალელურად, ხორციელდება ჰორმონალური ოვულაციის სტიმულაცია, რომელიც საშუალოდ გრძელდება 9-10 დღის განმავლობაში. ნარკოზის ქვეშ ხდება ოოციტების ამოღება საკვერცხეებიდან და მათი განაყოფიერედა ქმრის/დონორის სპერმით. ამით დონორის ფუნქცია მთავრდება. შემდეგ იწყება ემბრიონის კულტივაცია, ანუ ემბრიოლოგები აკვირდებიან მათ ზრდას 3-5 დღის განმავლობაში, შემდეგ კი საუკეთესო გადააქვთ მომავალი დედის საშვილოსნოში. თუ დარჩა კარგი და შესანიშნავი ხარისხის ემბრიონები, მათ ყინავენ, რათა გამოიყენონ ან მომდევნო ორსულობისთვის, ან, თუ დაორსულება არ მოხდა ამ ციკლში. ამ შემთხვევაში ერთი ციკლის შემდეგ შეგიძლიათ კვლავ მოამზადოთ ენდომეტრიუმი, გაალღვოთ შენახული ემბრიონები და გადაიტანოთ ისინი საშვილოსნოში. პაციენტების თხოვნით და სურვილით შეიძლება მოხდეს ემბრიონის განადგურება.
ხელოვნური განაყოფიერბა დონორის სპერმით პროცედურის დროს ქალი გადის ხელოვნური განაყოფიერების ყველა ეტაპს (წინასწარი სრული სამედიცინო გამოკვლევა, სუპეროვულაციის სტიმულაცია, კვერცხუჯრედების ასპირაცია საკვერცხეებიდან, რომელიც ხორციელდება ანესთეზიის ქვეშ, კვერცხუჯრედების განაყოფიერება დონორის სპერმით და ემბრიონის გადატანა საშვილოსნოში). თუ ქალი ინყოფება ოფიციალურ ქორწინებაში, საჭიროა მეუღლის წერილობითი თანხმობა დონორის სპერმის გამოყენების შესახებ. ეს პრინციპი ასევე მოქმედებს დონორის ოოციტების გამოყენების დროს. ანუ, სავალდებულოა ორივე მეუღლის წერილობითი თანხმობა.
არის თუ არა ორსულობის 100% გარანტია დონორის კვერცხუჯრედების ან დონორის სპერმის გამოყენება?
დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების სფეროში მკურნალობის თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური მეთოდების მიუხედავად, 100% გარანტია, სამწუხაროდ, არ არსებობს. მაგრამ დადებითი შედეგების სტატისტიკა სტაბილურად იზრდება. ამისათვის მნიშვნელოვანია შერჩეულ იქნას “სწორი” კლინიკა და გამოცდილი ექიმები.
უარყოფით შედეგზე გავლენას ახდენს ბევრი ფაქტორი:
– ქალის ასაკი. ყველაზე მეტი ეფექტურობა და შედეგიანობა აღინიშნება 25-35 წლის ასაკში. რაც უფრო ასაკიანია ქალი, და განსაკუთრებით 40 წელს გადაცილებული – მისი ორგანიზმის მარაგები იკლებს. ასაკიანთა ჯგუფის პაციენტების უმეტესობას აღენიშნება თანმხლები ქრონიკული დაავადებები (სიმსუქნე, არტერიული ჰიპერტენზია, ვარიკოზული ვენები და ა.შ.), რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ბავშვის გაჩენის შესაძლებლობაზე.
– ქრონიკული არანამკურნალევი ენდომეტრიტი, ენდომეტრიუმის პოლიპები.
– მავნე ჩვევები, არასწორი ცხოვრების წესი.
– ექიმების რეკომენდაციების შეუსრულებლობა.
მაგრამ მკურნალობისადმი სწორი მიდგომით, ექიმის ყველა რეკომენდაციის შესრულებით და დადებითი განწყობით – თქვენ აუცილებლად მიაღწევთ სასურველ მიზანს.