Loading...

ხელოვნური განაყოფიერება

ექსტრაკოორპორალური განაყოფიერება (წარმოისვა ლათინური სიტყვიდან extra – ზე, გარეთ და ლათინური სიტყვიდან კორპუსი – სხეული, ანუ განაყოფიერება სხეულის გარეთ) – დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიაა, რომელიც გამოიყენება უშვილობის დროს. ასევე, ამ პროცედურას უწოდებენ “ინ ვიტრო განაყოფიერება”, “განაყოფიერება სინჯარაში”, “ხელოვნური განაყოფიერება”. პირველი ხელოვნური განაყოფიერების წარმატებული მცდელობა ჩატარდა 1977 წელს დიდ ბრიტანეთში, რომლის შედეგადაც დაიბადა პირველი ყველასათვის ცნობილი გოგონა ლუიზა ბრაუნი. გოგონა დაიბადა სრულიად ჯანმრთელი, დღეს მას ჰყავს საკუთარი შვილები, რომლებიც ჩაისახენ ბუნებრივი გზით. ცოტამ თუ იცის, რომ ლუიზას დაბადებიდან რამდენიმე წელიწადში დაიბადა მისი და, ასევე ხელოვნური განაყოფიერების დახმარებით.

იმის შემდეგ მკურნალობის პრინცირებმა და საკვერცხეებიდან კვერცხუჯრედების ამორების პრინციპებმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადეს. დღესდღეობით, საკვერცხეების სტიმულაციასთან და კვერცხუჯრედების ასპირაციასთან დაკავშირებული გართულებების რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი.

რა არის ხელოვნური განაყოფიერება და ვის სჭირდება ეს პროცედურა?

ხელოვნური განაყოფიერება სჭირდება იმ წყვილებს, რომლებიც ებრძვიან უნაყოფობას და მკურნალობის სხვა მეთოდებმა არ მოიტანა სასურველი შედეგი.

Кому показано ЭКО

თავის მხრივ, უნაყოფობა არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ერთი წლის განმავლობაში რეგულარული, დაუცველი სქესობრივი ცხოვრების დროს შეუძლებელია ორსულობის მიღება.

უნაყოფობის მიზეზები, რომლის დროსაც აუცილებელია ხელოვნური განაყოფიერების ჩატარება:

  • უნაყოფობა მილების მიზეზით (მილების სრული ან ნაწილობრივი გაუნტარობა, მილების ანთებითი დაავადებები, საშვილოსნოს გარე ორსულობის მიზეზით ამოჭრილი მილები). ამ მდგომარეობაში ხდება მილების შევიწროება ან სრული ოკლუზია, რაც ხელს უშლის მილში კვერცხუჯრედის გადაადგილებას. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი არ ხდება საშვილოსნოში და ორსულობა არ დგება.
  • ენდოკრინული ფაქტორი. ამ შემთხვევაში, დარღვეულია ოვულაციასთან დაკავშირებული პროცესები, რომლებიც ვლინდება ქრონიკული ანოვულაციით ან ქალის ლუთეინური ფაზის უკმარისობით. ჩვეულებრივ, ანოვულაცია ჩნდება ჰიპოფიზურ-ჰიპოტალამუს-საკვერცხის ჯაჭვში, როდესაც ხდება FSH და LH გამომუშავების დარღვევას, რაც არ იწვევს მენსტრუალური ციკლის ფაზების დროულ ცვლილებას. მენსტრუალური ციკლი შეიძლება იყოს რეგულარული (21-37 დღე).

ქალის ციკლის ლუთეინური ფაზის უკმარისობა გამოიხატება პროგესტერონის წარმოების დარღვევით ან შემცირებით, რაც იწვევს ციკლის მეორე ფაზის არასრილფასოვნებას, რომლის დროსაც ორსულობა ან არ დგება ან წყდება ადრეულ ეტაპზე. როგორც წესი, ასეთი დარღვევები წარმატებით კორექტირდება ოვულაციის სტიმულაციით (მაგ., კლომიფენი, ციტრატი, გონადოტროპინები),ინსემინაციით ან ინსემინაციის გარეშეც. ყველაზე ხშირად, ეფექტი დგება 6 თვის განმავლობაში. მაგრამ თუ ერთი წლის გამნავლობაში ორსულობა არ მიიღწევა, მაშინ ეს დარღვევა არის ხელოვნური განაყოფიერების ჩვენება. ხელოვნური განაყოფიერების დროს ტარდება სუპეროვულაციის სტიმულაცია, რომლის დროსაც მწიფდება ბევრი ფოლიკული და დაორსულების ალბათობა გაცილებით მაღალია.

  • ენდომეტრიოზი. ეს არის ჰორმონზე დამოკიდებული გინეკოლოგიური დაავადება, რომელიც ხასიათდება ენდომეტრიუმის მსგავსი ქსოვილების ზრდით, მის მიღმა: საკვერცხეებზე, საშვილოსნოს მილებზე, საშვილოსნოს კედლებზე, მუცლის ღრუსი და სხვა ორგანოებზე. კლინიკური გამოვლინებები დამოკიდებულია პათოლოგიური პროცესის ადგილმდებარეობაზე. საერთო სიმპტომებია მენჯის ტკივილი, ტკივილი სქესობრივი აქტის დროს, მუქი გამონადენი მენსტრუაციის დაწყებამდე და მის შემდეგ. ენდომეტრიუმს მკურნალობენ ჰორმონალური პრეპარატებით ან ქირურგიული მეთოდით ჰორმონოთერაპიასთან ერთად. თუ მკურნალობის შემდეგ 6 თვის განმავლობაში, არ მოხდა დაორსულება, მიზანშეწონილია ხელოვნური განაყოფიერების გაკეთება.
  • ასაკობრივი ფაქტორი. 40 წელს გადაცილებულ ქალბატონებს ძალიან უჭირთ დაფეხმძიმება საკვერცხეების ოვარალური მარაგის აქვეითების და კვერცხუჯრედის დაბალი ხარისხის გამო. თუ კვერცხუჯრედის სტიმულაციის დროს შეუძლებელია ოოციტების მოპოვება ან მათი ხარისხი ძალიან დაბალია, მიზანშეწონილია ხელოვნური განაყოფიერების გაკეთება დონორის კვერცხუჯრედების გამოყენებით.
  • პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი. ეს არის ენდოკრინული ჰორმონალური დაავადება, რომლის დროსაც ხდება საკვერცხეების ფუნქციური მუშაობის დარღვევა. ხშირად, ამ დროს სისხლში იმატებს მამაკაცის სასქესო ჰორმონები, რაც გამოიხატება ჰირსუტიზმით (თმის ზრდა სახეზე, გულმკერდზე და მამაკაცისთვის დამახასიათებელ სხეულის მონაკვეთებზე), ჭარბი წონა, გამონაყარი, მენსტრუაციის არარსებობა ან მისი ხანგრძლივი არარსებობით. ხშირად, წონის დაკლებით და ჰორმონის დონის კორექციით, კლომიფენით ან ჰორმონალური პრეპარატებით ოვულაციის სტიმულაციით ხერხდება ორსულობის მიღება. თუ ამ მეთოდებით ხანგრძლივი მკურნალობაის შემდეგ არ მიიღება ორსულობა, ეს პათოლოგია არის ჩვენება ხელოვნური განაყოპფიერების პროცედურის ჩასატარებლად.
  • გაურკვეველი ეტიოლოგიის უნაყოფობა. სრული სამედიცინო შემოწმების შემდეგ, არ მოხერხდა უშვილობის მიზეზის გამოვლენა.
  • ერთ – ერთ მეუღლის მემკვიდრეობითი და გენეტიკური დაავადებები. ამ შემთხვევაში, მიზანშეწონილია ხელოვნური განაყოფიერების გაკეთება პრეინპლანტაციური გენეტიკური დიაგნოსტიკით (PGD), რათა ემბრიონების საერთო რაოდენობიდან ამოირჩეს მხოლოდ ჯანმრთელი ემბრიონები.

მამაკაცის მხრიდან, ხელოვნური განაყოფიერების ჩატარებისტვის არის შემდეგი მიზეზები:

  • ვარიკოცელე. ეს არის სათესლე ჯირყვალების და თესლგამომტანი სადინარის სისხლძარღვების ვარიკოზული გაფართოვება მამაკაცებში. სტატისტიკის თანახმად, მამაკაცის უნაყოფობის შემთხვევების 40% -ტს იწვევს ვარიკოცელე. ვარიკოზული ვენების გადართოვება იწვევს სათესლე პარკში ტემპერატურის მომატებას ( ჩვეულებრივ, იგი ოდნავ დაბალია, ვიდრე სხეულის ტემპერატურა), რის შედაგადაც ირღვევა სპერმატოზოიდების წარმოქმნა. ირღვევა სპერმოგრამის მაჩვენებლებიც. ვარიკოცელეს მკურნალობენ კონსერვატიული და ქირურგიული მეთოდებით. თუ მკურნალობა უშედეგოა, მაშინ მიზანშეწონილია ხელოვნური განაყოფიერება ICSI– ით.
  • სპერმოგენეზის მძიმე დარღვევები, რომლის დროსაც მცირდება ან მნიშვნელოვნად იზრდება სპერმის მოცულობა, მცირდება სპერმატოზოიდების რაოდენობა, მოძრაობა და მორფოლოგია ან სპერმაში საერთოდ არ არის სპერმატოზოიდები.

эко обследования

ხელოვნური განაყოფიერების ჩვენებაბთან ერთად, ასევე არსებობს უკუჩვენებები:

  • მძიმე სომატორული პათოლოგიები, რაც საფრთხეს უქმნის ქალის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს (გულის მანკი, ღვიძლის უკმარისობა, კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი, თირკმლის უკმარისობა, მძიმე ფორმის შაქრიანი დიაბეტი);
  • საშვილოსნოს განვითარების ანომალიები, რაც შეუძლებელს ხდის დაორსულობას ან ნაყოფის მუცლად ტარებას;
  • ნებისმიერი ავთვისებიანი დაავადებები;
  • საკვერცხეების კეთილთვისებიანი სიმსივნეები ( ხელოვნური განაყოფიერება შესაძლებელია მკურნალობის შემდეგ);
  • ფსიქიური დარღვევები.
  • საშვილოსნოს და საკვერცხეების კეთილთვისებიანი წარმონაქმნები, რომლებიც საჭიროებენ ქირურგიულ მკურნალობას (მიომა, პოლიპები, კისტები)
  • ნებისმიერი მწვავე ინფექციური და ქრონიკული დაავადებები. მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ შესაძლებელია ხელოვნური განაყოფიერების ჩატარება.

რა გამოკვლევებია საჭირო ხელოვნური განაყოფიერების ჩატარებამდე?

ექიმი-რეპროდუქტოლოგი თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად ადგენს გამოკვლევების გეგმას, მაგრამ ასევე არის ლაბორატორიული კვლევების სავალდებულო სიაც, რომლებიც ყველა პაციენტმა უნდა გაიაროს გამონაკლისის გარეშე. ანალიზების ჩამონათვალი ოდნავ განსხვავდება სხვადასხვა ქვეყნებში. რეპროდუქტოლოგთა და ემბრიოლოგთა ევროპული ასოციაცია ESHRE

გირჩევთ გამოიკვლიოთ შემდეგი მაჩვენებლები:

  • ჰორმონალური პროფილი (AMH, FSH, LH, პროგესტერონი, ესტრადიოლი, პროლაქტინი, TSH, ტესტოსტერონი და ა.შ.).
  • იმუნოგლობულინის გამოკვლევა ვირუსებზე: წითურა, ციტომეგალოვირუსი, ტოქსოპლაზმა.
  • გეპატიტები: B, C, სიფილისი, აივ ინფექცია.
  • ზოგადი კლინიკური და ბიოქიმიური ტესტები.
  • PAP ტესტი
  • მამოგრაფია 40 წელს გადაცილებული პაციენტებისთვის.
  • მენჯის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა.
  • მამაკაცებისთვის: B და C ჰეპატიტი, სიფილისი, აივ ინფექცია, სპერმოგრამა.

этапы эко

როგორ მიმდინარეობს ხელოვნური განაყოფიერების პროცესი?

სრული სამედიცინო შემოწმებისა და ხელოვნური განაყოფიერების გაკეთების აუცილებლობის დასკვნის გაკეთების შემდეგ, პაციენტი იწყებენ მკურნალობას.

ხელოვნური განაყოფიერება შედგება რამდენიმე ეტაპისგან:

  1. სუპეროვულაციის სტიმულირება. ეს ეტაპი იწყება მენსტრუალური ციკლის 2-3 დღიდან და გრძელდება 8-12 დღე. ყოველდღე, პაციენტმა უნდა გაიკეთოს მისთვის ინდივიდუალურად შერჩეული (მედიცინა, დოზა) ჰორმონალური პრეპარატების ინექციები. ინექციები კეთდება მუცლის ქვედა ნაწილში, კანქვეშ. ამრიგად, საკვერცხეებში მწიფდება და იზრდება ყველა ფოლიკული, რომელიც მათში არსებობს. მათი ზრდის დინამიკის მონიტორინგისათვის ყოველ 2-3 დღეში ტარდება აუცილებელი ულტრაბგერითი და ლაბორატორიული კვლევები. როდესაც ფოლიკულები მიაღწევს სასურველ ზომას (18-20 მმ), პუნქციამდე 36 საათით ადრე ინიშნება კვერცხუჯრედის საბოლოო მომწიფების ინექცია – ოვულაციის ტრიგერი. ყველაზე ხშირად, ეს არის HCG-ის პრეპარატები. შემდეგ მოდის მე -2 ეტაპი.

гормональная стимуляция яичников

2. ოოციტების ასპირაცია. ოპერაცია ხორციელდება ყველაზე ხშირად დილით, უზმოზე, ინტრავენური ანესთეზიის ქვეშ. ულტრაბგერის კონტროლის ქვეშ, აპარატის დატჩიკზე დამაგრებული სპეციალური თხელი ბასრი ნემსის მეშვეობით საშოდან შედიან საკვერცხეებამდე, ხდება ფოლიკულების ასპირაცია, კვერცხუჯრედები გროვდება სტერილურ მილში და დაუყოვნებლივ გადაეცემა ლაბორატორიაში ემბრიოლოგს. პროცედურა გრძელდება 10-20 წუთი, რაც დამოკიდებულია ფოლიკულების რაოდენობაზე. პაციენტი ანესთეზიის ქვეშ იმყოფება და არანაირ ტკივილს არ განიცდის. პროცედურის დასრულების შემდეგ, პაციენტი 2 საათის განმავლობაში ისვენებს პალატაში, შემდეგ კი შეუძლია სახლში წასვლა. პარალელურად, ქმარი აგროვებს სპერმას სპეციალურად გამოყოფილ ოთახში. სპერმა ასევე დაუყოვნებლივ გადადის ლაბორატორიაში გამოკვლევის და დამუშავების მიზნით.

аспирация ооцитов

  1. ხელოვნური განაყოფიერების მე –3 ეტაპი არის მიღებული კვერცხუჯრედების განაყოფიერება ქმრის (ან დონორის) სპერმით. განაყოფიერება შეიძლება იყოს კლასიკური, როდესაც არ არის დარღვეული სპერმის მონაცემები და მიღებულია კვერცხუჯრედების საკმარისი რაოდენობა. სპერმატოზოიდები და კვერცხუჯრედები თავსდება “სინჯარაში” და ხდება ბუნებრივი განაყოფიერება, ისევე როგორც ხდება ქალის სხეულში, ანუ ფალოპის მილებში. თუ კვერცხუჯრედების რაოდენობა 4 ან ნაკლებია, სპერმატოზოიდების რაოდენობა დაბალია, შემცირებულია მათი მოძრაობა და არსებობს მრავალი პათოლოგიური ფორმა – ხელოვნური განაყოფიერება ხორციელდება ICSI- ს მეთოდის მეშვეობით. ამ მეთოდით, ემბრიოლოგი ირჩევს ყველაზე ძლიერ და ”სწორ” სპერმატოზოიდებს, ათვისებს მათ სპეციალური ხსნარში, რათა შესაძლებელი გახდეს მათი დაჭერა ( როგორც მოგეხსენებათ, ისინი ძალიან, ძალიან სწრაფები არიან) და ინიექციის მეშვეობით შეჰყავთ კვერცხუჯრედში. შემდეგ, 3-4-5 დღის განმავლობაში, ემბრიოლოგი აკვირდება განაყოფიერების განვითარებას და ემბრიონების ზრდას, აფასებს მათ განვითარებას.
  2. ხელოვნური განაყოფიერების დასკვნითი ეტაპი არის ემბრიონის გადატანა საშვილოსნოში. პროცედურა ტარდება განაყოფიერებიდან მე-3-4-5 დღეს, არ არის საჭირო ანესთეზია, რადგან პროცედურა უმტკივნეულოა. ულტრაბგერითი კონტროლით, თხელი კათეტერით 1 ან 2 ემბრიონი გადააქვთ საშვილოსნოში. იშვიათ შემთხვევებში გადააქვთ 3 ემბრიონი (თუ ემბრიონები არ არის ძალიან მაღალი ხარისხის, ქალის ასაკი 43 წელზე მეტია). გადატანის შემდეგ დარჩენილ მაღალი ხარისხის ემბრიონებს ყინავენ. ამ ეტაპზე, ხელოვნური განაყოფიერების პროცედურა მთავრდება.

  პაციენტს აძლევენ საჭირო რეკომენდაციებს, უნიშნავენ ჰორმონალურ დახმარებას, ურჩევენ ფიზიკური და სქესობრივი აქტიურობისგან თავის შეკავებას, დასვენებას და უშვებენ სახლში. 12-14 დღის შემდეგ, უნდა ჩაიტაროთ სისხლის ტესტი HCG– ზე, რათა დადგინდეს, მოხდა თუ არა დაორსულება.

  დაორსულების შემთხვევაში, პაციენტი არის მუდმივ კავშირზე თავის მკურნალ ექიმთან და იცავს ყველა რეკომენდაციას. დაახლოებით 8-9 კვირაში, პაციენტი დგება აღრიცხვაზე გინეკოლოგიურ განყოფილებაში ან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ან ნებისმიერ სხვა კლინიკაში სადაც მას სურს.

инсеминация

эко

ნებისმიერი სამედიცინო პროცედურის, ოპერაციის მსგავსად, ხელოვნურ განაყოფიერებასაც აქვს მრავალი გართულება, რომელიც შეიძლება განვითარდეს მკურნალობის დროს:

инкубация

 

трансфер эмбрионов

 

  1. საკვერცხეების ჰიპერესტიმულაციის სინდრომი. საკვერცხეების სტიმულაციის დროს აღინიშნება მათი გადაჭარბებული რეაგირება სტიმულაციაზე; ისინი წარმოქმნიან დიდი რაოდენობით ჰორმონს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პათოლოგიური რეაქციები. ყველაზე ხშირად, ასეთი სინდრომი ვითარდება ზომიერი ფორმით, რაც ვლინდება საკვერცხეების ზომის გაზრდით და იწვევს ტკივილს მუცლის ქვედა ნაწილში. ჰიპერსტიმულაციის მსუბუქ ფორმას მკურნალობა არ სჭირდება, საკმარისია დაიცვას ცილოვანი დიეტა და დალიოთ ბევრი წყალი.

ჰიპერსტიმულაციის მძიმე ფორმების დროს აღინიშნებ სითხის დაგროვება მუცლის ღრუში, ფილტვებში, სუნთქვისა და გულის უკმარისობა. მძიმე და საშუალო ფორმის ჰიპერსტიმულაციები საჭიროებს მკურნალობას მულტიპროფილურ საავადმყოფოში, რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. ამ გართულების თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, შეირჩეს სტიმულაციისთვის სწორი დოზა, ყურადღებით აკონტროლოთ პაციენტის მდგომარეობა, რეგულარულად ჩაატაროთ ულტრაბგერითი გამოკვლევა და ლაბორატორიული ტესტები.

крио Эмбрио

  1. გართულებები კვერცხუჯრედის ამოღების ოპერაციის დროს – სისხლძარღვთა დაზიანების შემთხვევაში სისხლდენა მენჯის ღრუში. ასეთი გართულება უკიდურესად იშვიათია, მაგრამ თუ პაციენტს ანამნეზში ჰქონდა ქირურგიული ჩარევები მუცლის ღრუში, საკვერცხეების ანომალიური ადგილმდებარეობა, ადჰეზია, ვენების ვარიკოზული გადართოება – რისკები იზრდება. ამ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს მუცლის ღრუს ქირურგიული ჩარევა (ლაპაროსკოპია ან ლაპარატომია).
  2. საშვილოსნოსგარე ორსულობა. ხელოვნური განაყოფიერების დროს ასეთი გართულებაც შესაძლებელია. იშვიათად, მაგრამ საშვილოსნოს მილების კარგი გამტარიანობის დროს, ემბრიონმა შეიძლება საშვილოსნოდან გადაინაცვლოს მილში და იქ მოხდეს მისი მიმაგრება. საშვილოსნოსგარე ორსულობა ასევე მოითხოვს დაუყოვნებლივ ოპერაციას და მილის მოცილებას.

ხელოვნური განაყოფიერების სფეროში დიდი გამოცდილების მქონე ექიმებს შეუძლიათ გააკონტროლონ მკურნალობის ყველა ეტაპი და თავიდან აიცილონ შესაძლო გართულებები, ისე რომ პაციენტისთვის პროცედურა რაც შეიძლება კომფორტული იყოს და მოიტანოს მოსალოდნელი შედეგი. ჩვენს სპეციალისტებს ისრაელიდან დიდი გამოცდილება აქვთ ხელოვნური განაყოფიერების სფეროში (20 წელზე მეტი), მათთან ერთად თქვენს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ენდეთ კლინიკა BIRTH-ს და აისრულეთ თქვენი ოცნება!