Loading...
სპერმის დონაცია

სპერმის დონაცია

ბავშვის დაბადება არის ერთერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა ცხოვრებაში. ხელოვნური ინსემინაციის ან ხელოვნური განაყოფიერების პროცედურის ჩატარება დონორის სპერმის დახმარებით ქალს აძლევს შესაძლებლობას მიიღოს ნანატრი ორსულობა იმის და მიუხედავად ჰყავს მას მეუღლე ან პარტნიორი, თუ არა. დონორის სპერმა ასევე აუცილებელია იმ წყვილებისთვის, როდესაც შეუძლებელია ორსულობის მიღება საკუთარი სპერმის მეშვეობით.

ჩვენს კლინიკაში დონორები გადიან განსაკუთრებულ შერჩევას და ყველა საჭირო გამოკვლევას.

თქვენ შეგიძლიათ გახდეთ სპერმის დონორი, რათა დაეხმაროთ წყვილებს, რომლებსაც არა აქვთ შესაძლებლობა გახდნენ მშობლები საკუთარი უჯრედების მეშვეობით. თქვენ ავსებთ კითხვარს, გადიხართ სრულ სამედიცინო გამოკვლევას კლინიკის ხარჯზე და, რა თქმა უნდა, მიიღებთ ანაზღაურებას. თქვენგან საჭიროა მხოლოდ ის, რომ გადახვიდეთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე და შეავსოთ ფორმა.